სენაკში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი დაიღუპა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სენაკის ერთერთ კლინიკაში კოვიდ-19-ით 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მამაკაცი გულზე ნაოპერაციევი იყო და ჰქონდა თანხმლები დაავადებები.

“გარდაიცვალა პაციენტი- სენაკში მცხოვრები მამაკაცი. მკურნალობდა სამტრედიის “ჯეო ჰოსპიტალში”.მამაკაცს
ჰქონდა თანმხლები დაავადებები, დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. გაკეთებული ჰქონდა შუნტირება”,- ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 319 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები