მარტვილში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე ხიდი შენდება

მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, მდ. ვახაზე, ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსადრე გრიგალავამ დაათვალიერა.

პროქტის ფარგლებში აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 574 925 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „სახარია“ ასრულებს.

სალხინოში ხიდის მშენებლობას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები