“ოპოზიცია რომ მეორე ტურში არ იღებს მომაწილეობას პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა და მათი ამომრჩევლის ნების უგულებელყოფაა“ – ირაკლი ქადაგიშვილი

,,ამ არჩევნებმა დაამტკიცა, რომ იყო მაღალი კონკურენცია. პირველმა ტურმა აჩვენა ეს როგორც, პარტიული სიების მიმართულებით, ასევე მაჟორიტარული კანდიდატების მიმართულებით”,- ამის შესახებ  ირაკლი ქადაგიშვილმა საკუთარ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

თელავი-ყვარელი-ახმეტა-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ის, რომ ოპოზიციური პარტია არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, ეს არის პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა და ამავდროულად მათი ამომრჩევლის ნების უგულებელყოფა.

,,რა თქმა უნდა, პირველ რიგში, როცა ამომრჩეველი მოდის საკუთარ უბანზე, აძლევს ხმას თავისი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და მშვიდობას.
ამავდროულად, არჩევანი კეთდება თვითოეული მოქალაქის მიერ საკუთარი პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე. არჩევანი, რომელსაც მოქალაქე აკეთებს, ეს არის მისი უზენაესი უფლება.
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა კონკურენცია, ამ არჩევნებმა დაამტკიცა, რომ იყო მაღალი კონკურენცია და პირველმა ტურმა აჩვენა ეს როგორც, პარტიული სიების მიმართულებით, ასევე მაჟორიტარული კანდიდატების მიმართულებით.
ის, რომ ოპოზიციამ დაიჭირა უპასუხისმგებლო, უსაფუძვლო პოზიცია და უაპელაციოდ აცხადებდა, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, რომ არჩევნები გაყალბდა და ფაქტიურად ხელისუფლება მათ ვერ შეცვალეს, დანებდნენ და არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას. მე ვფქრობ, ეს არის პირველ რიგში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა და ამავდროულად მათი ამომრჩევლის ნების უგულებელყოფა”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები