ქუთაისში “მზეჭაბუკის” ძეგლი ბრუნდება. ამმის შესახებ ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
“აუცილებელი განმარტება ქანდაკება „მზეჭაბუკის“ გამო.
1. ქანდაკება არ შეუძენია ადგილობრივ მერიას.
2. ქანდაკება არ უჩუქებია ავტორის ოჯახს.
3. ქანდაკება ინახებოდა მერაბ ბერძენიშვილის სახელოსნოში და ის დაუბრუნდა ქალაქს.
4. რატომ დაუბრუნდა? იმიტომ რომ ქუთაისის იყო ისედაც.
5. თავის დროზე მონუმენტი შეძენილი იყო ქუთაისის ქალაქკომის (თუ აღმასკომის, ვერ ვერკვევი მაგენში) მიერ, რისთვისაც ასევე თავის დროზე ავტორს აღებული ჰქონდა სახელმწიფოსგან ჰონორარი.
6. ქალაქკომის რომ იყო თუ აღმასკომის, ცხადია დღეს მისი სამართალმემკვიდრე არის მერია.
7. რა უნდოდა ბერძენიშვილის სახელოსნოში? როდესაც მოხდა ძეგლის დემონტაჟი, ის ძალიან დაზიანებული იყო (გაძარცვული სავარაუდოდ ჩვენივე თანამოქალაქეების მიერ). მაშინდელმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე თხოვა ავტორს ემუშავა მის რესტავრაციაზე.
8. ძეგლი რესტავრირებული იყო და ამდენ ხანს არ მოიკითხა არავინ.
9. ამ მერიამ (ახლანდელმა) მოიკითხა და ჩამოიტანა.
10. სად დაიდგმება? ზუსტად არ ვიცი. სავარაუდოდ პარლამენტის მიმდებარედ”, – წერს დათო ლიკლიკაძე.