ქუთაისში, 10 საათის მონაცემებით 4 223 ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი
ქუთაისში, 10 საათის მონაცემებით, 4 223 ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც საერთო ამომრჩევლის 2,73 პროცენტია. საოლქო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, ეს მონაცემები პირველ ტურთან შედარებით დაბალია. პორველ ტურზე ამ დროის მონაცამებით 7,2 % პროცენტი იყო მისული საარჩევნო უბნებთან. ამ დროისთვის,რამე დარღვევა არ დაფიქსირებულა და საოლქო კომისიაში საჩივარი არ შემოსულა.