კახეთში 10 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 4% -მა დააფიქსირა

კახეთის N17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
რევაზ გაიპარშვილის ინფორმაციით,
10საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ ფიქსირდება.
რევაზ გაიპარაშვილის განცხადებით, 10 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 4% -მა დააფიქსირა, რაც დაახლოებით 2104 ამომრჩეველს შეადგენს.
“ამ წუთისათვის ყველა უბანი გახსნილია. ზუსტად რვა საათზე გაიხსნა 54-ვე უბანი, პლიუს 55 სპეციალური უბანი.
არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში.
10 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა გახლავთ 2104, რაც შეადგენს საერთო რაოდენობის 4%-ს” ,-განაცხადა რევაზ გაიპარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები