გეგა შენგელია: ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც ღირსეული ხმა იქნება საკანონმდებლო ორგანოში

ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ არჩევანი #28-ე საარჩევნო უბანში დაფაფიქსირა. შენგელიას თქმით, ხმა მისცა საქართველოს განვითარების პროცესის გაგრძელებას.

“31 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა გააკეთა სწორი არჩევანი და დღეს, ჩვენ გავამყარებთ ჩვენს გამარჯვებას და საბოლოო წერტილს დავუსვამთ ამ ყველაფერს. რაც შეეხება კორონავირუსთან დაკავშირებით უსაფრთხოების ყველა ზომაა დაცული უბნებზე. მოვუწოდებ თანამოქალაქეებს მოვიდნენ არჩევნებზე, დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი და მოიხადონ მოქალაქეობრვი პასუხისმგებლობა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ძალიან კომფორტულ და კარგ პიტოებებში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი და მოქალაქეებს დემოკრატიულ გარემოში შეუძლიათ ხმის მიცემა. მე მივეცი ხმა კანდიდატს, რომელთან ერთადაც დარწმუნებული ვარ რომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება ის განვითარების ტემპი, რომელიც მიმდინარეობს. ადამიანს, რომელიც იქნება ღირსეული ხმა თითოეული ზუგდიდელისთვის საკანონმდებლო ორგანოში და თითოეული წელი ძალიან კარგი პროგრესი იქნება, როგორც ზუგდიდში ასევე მთლიანად ქვეყანაში. საარჩევნო პროცესი არის დემოკრატიული და ის ნება ამომრჩევლის, რომელიც მოვა საარჩევნო უბნებზე სრულიად მშვიდ გარემოში და მე დარმწუნებული ვარ ამომრჩეველი, კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ არჩევანს, რაც შეეხება აქტივობას, აქტივობა ამ წუთისთვისაც არის საკმაოდ მაღალი და ზუგდიდელები დღის განმავლობაში საკუთარ არჩევანს გააკეთებენ”, – განაცხადა შენგელიამ.

ზუგდიდის მერის თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი ნიშნავს იმას, რომ მათ წინასწარ იცოდნენ უპირობო დამარცხების შესახებ.

“რაც შეეხება ოპონენტების არ არსებობა, მათ ალბათ წინასწარ იცოდნენ, რომ უპირობოდ დამარცხდებოდნენ და მათი არჩევანი გააკეთეს. ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში ვატარებთ არჩევნებს”, – განაცხადა გეგა შენგელიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში 31 ოქტომბრის საპარამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.როგორც ცნობილია, პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები 50%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდა. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები