ბეჟან წაქაძე: ავირჩიე თავისუფლება, სტაბილურობა და წინსვლა
“ქართული ოცნების” ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარიბის კანდიდატმა ბეჟან წაქაძემ საკუთარი არჩევანი N21 საარჩევნო ოლქში გააკეთა. მისი თქმით, მან ხმა თითოეული ოჯახის კეთილდღეობას მისცა.
“არჩევანი გავაკეთე თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე, პოლიტიკურ გუნდზე, რომელსაც ქვეყნის განვითარება და წარმატება ხელეწიფება. ავირჩიე თავისუფლება, სტაბილურობა და წინსვლა”,- განაცხადა წაქაძემ.
პირვრლ ტურში, ბეჟან წაქაძემ ამომრჩეველთა ხმების 49.15% (37 774 ხმა) მიიღო, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატმა, კახა გეწაძემ – 27.01% (20 764).