აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თავისი ხმა 9:00 დააფიქსირა. მისი თქმით, ხმა ქვეყნის წარმატებას მისცა.
“მიუხედავად ამინდისა, მინდა მოვიწოდო ყველა ბათუმელს, მოქალაქეს მოვიდეს არჩევნებზე და თავიანთი არჩევანი დააფიქსირონ რათა არცერთი მათგანის ხმა არ იყოს დაკარგული. ყველას მოეცემა საშუალება თავისუფლად დააფიქსიროს ხმა, ხედავთ კიდეც, რომ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. მნიშვნელოვანი იქნებოდა ყველას აქტიური მონაწილეობა მეორე ტურში, ბიულეტენებში წარმოდგენილია ყველა ის კანდიდატი, რომლებმაც გადალახეს ბარიერი”,-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.