გაგა აფციაური: საარჩევნო უბნებზე გათვალისწინებულია ყველა რეკომენდაცია და დაცულია ამომრჩეველთა უსაფრთხოება
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად რუსთავსა და გარდაბანში არსებული ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა.
“დილის 7 საათზე გაიხსნა ყველა საარჩევნო უბანი, მეთორმეტე მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა კანონშესაბამისად წილისყრები, გადანაწილდა ფუნქციები და რვა საათზე უბნებმა მიიღეს პირველი ამომრჩეველი. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კოვიდთან დაკავშორებული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, დაიცვან საკუთარი და ამომრჩევლის უსაფრთხოება და აგრეთვე დაცული იყოს მათი უსაფრთხოება, ამიტომ მიბრძანდეს ამომრჩეველი და დააფიქსიროს საკუთარი ხმა”, – განაცხადა მე-20 საოლქო კომისიის თავმჯდომარემ გაგა აფციაურმა.
რუსთავისა და გარდაბნის 12 ოლქში ჩატარდება. მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატის მოსაპოვებლად ამომრჩეველი არჩევანს პარტია ” ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენელ ნინო ლაცაბიძესა და “ძალა ერთობაშია -ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ დავით კირკიტაძეს შორის გააკეთებს.