კახეთში საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მიღება 08:00 საათიდან დაიწყო
პანდემიის ფონზე კახეთში საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მიღება 08:00 საათიდან დაიწყო.
თელავის N3 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი 08:00 საათზე გამოცხადდა.
უნდა აღინიშნოსოს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ უბანზე საარჩევნო პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
,,კომისიის წევრები შევიკრუბეთ 06:30 საათზე, ჩატარდა წილისყრები, განაწილდა ფუნქციები.
08:00 საათზე გავხსენით ამომრჩევლებისთვის უბანი. პირველი ამომრჩეველი მოვიდა უკვე და დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.
სულ გვყავს 910 ამომრჩეველი, გადასატან ყუთზე 22 პიროვნება გვყავს და სპეციალურ სიაში გვყავს რვა ამომრჩეველი.
ჯანდაცვის მიერ დადგენილი რეგულაციებს ვიცავთ”,- განაცხადა N3 საარჩევნო
უბნის თავმჯდომარემ ნათელა ჯავახიშვილმა.
კახეთში ერთი მაჟორიტარული ოლქია, სადაც ოთხი მუნიციპალიტეტი – თელავი, ახმეტა, ყვარელი ლაგოდეხი შედის.
ცესკოს მონაცემებით სულ
153 609 ამომრჩეველია რეგისტრირებული.