ბათუმში საოლქო საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა. შესაბამისად პირველმა ამომრჩეველმა ხმა უკვე მისცა.
დღეს ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარებს მეორე ტურით ირჩევენ. იმის მიუხედავად, რომ ოპოზიცია არჩევნებში არ მონაწილეობს ბიულეტენზე ორივე კანდიდატია აღნიშნული. აჭარის მაღალმთიანეთში საპარლამენტო მანდატისთვის ერთმანეთს ანზორ ბოლქვაძე მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან მიშა ბოლქვაძე დაუპირისპირდებიან. უმაღლესი საბჭოს მანდატისთვის ,,ქართული ოცნებიდან” ფრიდონ ფუტკარაძე, გაერთიანებული ოპოზიციიდან კი გია აბულაძე იბრძოლებენ. რაც შეეხება ბათუმს, რესან კონცელიძეა მმართველი პარტიის პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხოლო ოპოზიციიდან მას ლევან ვარშალომიძე დაუპირისპირდება. ტიტე აროშიძე ქართული ოცნებიდან და გიორგი კირთაძე იბრძვიან უმაღლესი საბჭოს მანდატისთვის.