ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მანქანას მინები ჩაუმტვრიეს

ზუგდიდის #67-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, მის კუთვნლ მსუბუქ ავტომობილს საქარე მინები ჩაუმტვრიეს.

როგორც “რეგიონილ კვირას” მესხმა განუცხადა, აღნიშნული ქმედება მიზანმიმართულად არის ჩადენილი.

“მანქანას ორივე მინა ჩამტვრეული აქვს, დიდი რიყის ქვით. არვიცი ვის უნდა გაეკეთებინა, თუმცა დარწმუნებული ვარ ეს არის მიზანმინართულად განხორციელებული ქმედება. ჩემმა მეუღლემ გამოიძახა შესაბამისი უწყებები და გამოძიება დაადგენს ალბათ მომხდარს”, – ამბობს მესხი.

შემთხვევა ზუგდიდის ცენტრში გვიან ღამით მოხდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები