ზუგდიდში 109 საარჩევნო უბანი ამომრჩევლებისთვის დილის 08:00 საათზე გაიხსნა

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის 67-ე ოლქში შემავალი 107 საარჩევნო უბანია, დამატებით ორი ე.წ. სპეცუბანი.

როგორც, ზუგდიდის #67-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი „რეგიონულ კვირასთან“ აცხადებს, ამ დროისთვის ხმის მიცემა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

“07:00 გაიხსნა საარჩევნო უბნები, ზოგიერთ უბანზე კოვიდ-19-თან დაკავშირებით არიან 7-8 კაციანი კომისიის შემადგენლობით, რადგან ზოგ მადგანს კორონა დაუდასტურდა. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების, ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართევლოდან დამკვირვებლებსა და კომისისიის წევრებს, ისინი ოფიციალურად არიან გაწვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ არ დაესწრებიან კენჭისყრის პროცესს. უსაფრთხოება ამომრჩეველების ყველა უბანზეა დაცული. თითოეული ამომრჩევლის ხმა არის დასაცავი და მეორე ტურის მიმართ არ უნდა იყოს გულგრილობა”, – უთხრა „რეგიონულ კვირას“ ზუგდიდის #67-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა.

საარჩევნო უბნები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იფუნქციონირებს.

წლევანდელ არჩევნებზე ამომრჩევლებს ახალი რეგულაციების შესრულება მოუწევთ.

უბნებზე მათ პირბადე და ინდივიდუალური კალამი დახვდებათ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ზუგდიდის #67-ე ოლქში ხმის უფლების მქონე 120 255 მოქალაქეა რეგისტრირებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები