ქუთაისში 130 უბანზე 156 277 ამომრჩეველია რეგისტრირებული
ქუთაისის #59-ე ოლქში არსებული ყველა უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის ინფორმაციით, 130-ვე უბანი დროულად გაიხსნა. ლარისა ლალიაშვილის თქმით, რამე სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. არჩევნების მეორე ტურისთვის ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქში 130 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის 7 სპეცუბანია. ერთი სპეციალური უბანი ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფუნქციონირებს, ხოლო დანარჩენი 6 უბანი (ე.წ. კოვიდუბნები), რომლებიც კოვიდინფიცირებულებსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მოემსახურებიან.
საპარლამენტო არჩევნებისთვის ქუთაისში 156 277 ამომრჩეველია რეგისტრირებული. რაც შეეხება კანდიდატებს, ქალაქის მერობისა და მაჟორიტარობის 2-2 კანდიდატი იბრძვის.