თელაველი ია ტუხიშვილი პატრულის თანამშრომლებს სოციალური ქსელით მადლობას უხდის. როგორც თელავის მკვიდრმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, გომბორის უღელტეხილზე, ფეხმძიმე შვილთან ერთად მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება ვეღარ შეძლო, რა დროსაც მას სამართალდამცველებმა დროული დახმარება გაუწიეს.
” აი არ ვიცი საიდან დავიწყო, ამ საღამოს გომბორის უღელტეხილზე თოვლის და ყინვის გამო გავიჭედეთ მანქანით, ათამდე მანქანა. თან ორსული შვილი მეჯდა მანქანაში. ერთი ზარი 112-ში და არ ვიცი, ასეთი რეაგირება. საპატრულო, სამაშველო, სახანძრო და რავიცი კიდევ ვინ რეკავდა ვერ დავიმახსოვრე. ბრავო მართლა, ასეთი ყურადღებისთვის.
ყველა უვნებელი დავბრუნდით სახლში. #მეამაყებით.
@112
@თელავისსპატრულო
@საგარეჯოსსამაშველო და ა. შ…”,- წერს ია ტუხიშვილი.