მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება „მზეჭაბუკი“ კვლავ ქუთაისში დაიდგმება

მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება „მზეჭაბუკი“ კვლავ ქუთაისში დაიდგმება. როგორც ცნობილია, სახელოვანი მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტის „დიდების მემორიალის“ ერთადერთი შემორჩენილი ფიგურა „მზეჭაბუკი“ გახლდათ. ცხენზე ამხედრებული სკულპტურა, რამდენიმე წლის წინ, ქუთაისში განვითარებული მოვლენების შემდეგ თბილისში, ბერძენიშვილის სახელოსნოში იყო გადატანილი.
ქუთაისის ადგილობრივი მოსახლეობის არაერთი თხოვნის საფუძველზე, ქალაქის თვითმართველობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა ავტორის ოჯახთან. შედეგად ოჯახმა გამოთქვა სურვილი, რომ რესტავრირებული ქანდაკება კვლავ ქუთაისს დაბრუნებოდა.
უკვე გადაწყვეტილია მონუმენტის განთავსების ადგილიც. „მზეჭაბუკი“ ირაკლი აბაშიძის გამზირზე დაიდგმება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები