მიიღებს თუ არა მონაწილეობას ამომრჩეველი მეორე ტურში და როგორ აფასებს ოპოზიციის ქმედებებს – “რეგიონული კვირის” გამოკითხვა

ხვალ საქართველოს რამდენიმე რეგიონში და დედაქალაქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. სოლქებში, სადაც ვერც ერთმა საარჩევნო სუბიექტმა ბარიერი ვერ გადალახა მოსახლეობა საკუთარ პოზიციას ხელმეორედ დააფიქსირებს. ოპოზიცია ბოიკოტოს რეჟიმშია და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, თუმცა ბიულეტინში, მათი კანდიდატები მაინც იქნება დატანილი. პარალელურად “ნაცმოძრაობამ” არჩევნების დღეს ე.წ. სირცხვილის კორიდორების მოწყობაც დაანონსა, რომელსაც საარჩევნო უბანზე მისულ მოქალაქეებს მოუწყობდნენ, თუმცა საზოგადოებაში გაჩენილი უარყოფითი დამოკიდებულებისა და სხვა ოპოზიციური პარტიების უარის შემდეგ, გადაიფიქრეს.

რას ფიქრობს ხალხი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, აპირებენ თუ არა მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში და როგორ აფასებენ ოპოზიციის ქმედებებს. “რეგიონულმა კვირამ” მოქალაქეები აჭარაში, სამეგრელოსა და კახეთში გამოკითხა.

https://www.youtube.com/watch?v=mcHrwqTIcCU

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები