საგლოლო-ჭიორა-ღების მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ონის მუნიციპალიტეტის საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი ნებარდართულია. აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები