კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში კოვიდ 19- ით
80 წლის კაცი გარდაიცვალა. ინფიცირებული ახმეტის მუნიციპალიტეტიდან იყო და ის თელავის ერთ- ერთ საავადმყოფიში ცხელებით მოათავსეს.
არსებული ინფორმაციით, კაცს თანხმლები დაავადებები ჰქონდა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
გარდაცვლილს არსებული რეგულაციებისა და წესების გათვალისწინებით დაკრძალავენ.
ბოლო რამდენიმე კვირაში კახეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვალების ეს მე- 17 შემთხვევაა.