სოფელ თაიაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი სოფელ თაიაში წყალმომარგების მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ბიუჯეტი 60 000 ლარს შეადგენს.
წყალმომარაგების პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობს წლებია აწუხებს.
ამ ეტაპზე დასრულებულია წყლის მილების მონტაჟი და სათავე ნაგებობის მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება და სასმელი წყლის სისტემით სოფელში მცხოვრები 120 ოჯახი ისარგებლებს.