სოფელ გურჯაანში მცხოვრები 4 000 ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს

საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მორიგი ტენდერი გამოცხადდა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებს წინადადების წარდგენა 2 დეკემბრიდან – 7 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია იუწყება, პროექტის სავარაუდო ღირებულება 9,7 მილიონ ლარზე მეტია. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებისთვის 27 თვე არის განსაზღვრული.

„დღეისათვის, სოფელ გურჯაანში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. მოსახლეობას წყალი ავზებიდან ინდივიდუალურად აქვს გაყვანილი. წყალი არ იქლორება.

დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარებსა და ჭაბურღილს. მოეწყობა 3 ჭაბურღილი, საქლორატორო, მაგისტრალური მილი და წყალმომარაგების ქსელი.

პროექტის დასრულების შემდეგ 4 000 ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები