კახა საბანაძე: ბათუმში, „ნაცმოძრაობის” ოფისის შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე გამოვლენილია კონკრეტული პირი და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, ბათუმში, პარტია „ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შენობის ფასადის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოვლენილია კონკრეტული პიროვნება და შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება. როგიორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

„როგორც იცით, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება. დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, გამოვლენილია კონკრეტული პირი და ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“,-განაცხადა საბანაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ბათუმში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შენობას ქვა ესროლეს და გარე ფასადის მინა დააზიანეს. შსს-ის ცნობით, პოლიციამ შენობის გარე ფასადის დაზიანების ფაქტზე 1972 წელს დაბადებული ბ.წ. ამხილა. უწყების ცნობით, მხილებული პირი ჩადენილ ქმედებას აღიარებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები