თორნიკე რიჟვაძე – ყველას ვაფრთხილებ, ნებისმიერი მოწოდება ძალადობისკენ და მცდელობა, დაიძაბოს სიტუაცია რეგიონში, შესაბამის პრევენციულ რეაგირებას დაექვემდებარება

აჭარის რეგიონში ვერავინ შეძლებს მოქალაქის ხმის მიცემის უფლების დაზიანებას,- ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ “სირცხვილის კორიდორის” მოწყობას საარჩევნო უბნებზე. თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაულია და შესაბამის რეაგირება იქნება.

“დაანონსებული სამარცხვინო გადაწყვეტილება მინდა შევაფასო. ამომრჩეველზე ზემოქმედება გახლავთ სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაული, ეს მხოლოდ სამართლებრივ ფორმალურ ჭრილში თუ ვიმსჯელებთ. პოლიტიკურად – უღირსი, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. ვერავინ ვერ შეძლებს მოქალაქეების ხმის მიცემის უფლების დაზიანებას. შესაბამისიად, ყველას შეეძლება თავისუფალ, მშვიდ გარემოში ხმის მიცემა. შემდეგ მოდიფიცირებულ გადაწყვეტილებას -“სირცხვილის კოროდორი” თუ დერეფნები შეეხებოდა მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირებს და დეპუტატებს. ყველას ვაფრთხილებ, ნებისმიერი მოწოდება ძალადობისკენ და ნებისმიერი მცდელობა, რომ კიდევ უფრო დაიძაბოს სიტუაცია რეგიონში, იქნება შესაბამის პრევენციულ რეაგირებას დაქვემდებარებული. ყველას გავახსენებ, რომ “ნაცმოძრაობის” ე.წ ლიდერები ქალებს და ბავშვებს ამოფარებული აგრძელებენ პოლიტიკურ დესტრუქციას. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ რეგიონში და ამისთვის განსაკუთრებით ვთხოვ ამომრჩეველს, ხვალ ყველამ ვაჩვენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდი, თავისუფალი განვითარება”,- განაცხადა რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები