ცაგერსა და ლენტეხში დაინფიცირებულთა რიცხვი 7-ით გაიზარდა
20 ნოემბრის დილის მონაცემებით ცაგერსა და ლენტეხში კოვიდინფიცირების 7 ახალი დადასტურებული შემთხვევაა-ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელებმა თეა გურგუჩიანმა და მიხა ონიანმა განუცხადეს. ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 5 ცაგერის, ორი კი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია.
დადასტურებული შემთხვევებიდან ორი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ახალი შემთხვევების შესაძლო კონტაქტების მოძიება უკვე დაწყებულია.
ამ მომენტისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 170, ლენტეხში 50 პიროვნება იმყოფება.