სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდ-19-ის 363 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი კვლავ მაღალია, გასული 24 საათის მონაცემით ვირუსი 363 ადამიანს დაუდასტურდა.
რაც შეეხება საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოს, კლინიკაში მკურნალობის კურსს 158 კოვიდ პაციენტი გადის, მათ შორის 73 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა, ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 9 მძიმე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 127 პირი.
რაც შეეხება რეგიონის მასშტაბით არსებულ საკარანტინე სივრცეებს, კარანტინში სულ 165 ადამიანი იმყოფება.