კახეთის რეგიონში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთის რეგიონში კოვიდ 19- ის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინციფირებულთა საერთო რაოდენობამ 2, 273- ს მიაღწია.

დღევანდელი ეპიდსტატისტიკის მიხედვით, რეგიონის რვა მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი, 43 ინფიცირებული გურჯაანში გამოვლინდა, რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, გადანაწილება ასეთია, ახმეტაში -3, თელავში -10, ყვარელში- 6 , ლაგოდეხში -19, სიღნაღში- 5, დედოფლისწყარში -3 და საგარეჯოში-15 კოვიდ ინფიცირებული.

ამ ეტაპზე მკურნალობას 1,635 მოქალაქე გადის, მათ შორის 1,489 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 22 კოვიდ – სასტუმროში, 124 კი კოვიდ – კლინიკაში.

ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში რჩება 2, 028 ადამიანი, რეგიონის მასშტაბით მოქმედ საკარანტინო სივრცეში კი 74 მოქალაქე.

ჯამში რეგიონში 518 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები