აჭარაში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამ ეტაპზე, აჭარაში კორონავირუსზე 942 პაციენტი მკურნალობს, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 118 ადამიანი.
რეგიონში 1646 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცეშია 1 122 პირი.
დღეის მონაცემებით, აჭარაში თვითიზოლაციაში იმყოფება 16 379 მოქალაქე.