ლენტეხის მერი მიმართვას ავრცელებს

ქვეყანაში და ლენტეხის მუნიციპალიტეტში შექმნილი ეპიდმდგომარეობის გამო ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ლენტეხელებს მიმართავს-

„ ქვეყანისა და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის COVID-19-ით გამოწვეული პანდემია მძიმე გამოწვევად იქცა,რომელმაც განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა და სრულად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური რიტმი.
გთხოვთ და მოგიწოდებთ ყველას-დაიცავით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული რეკომენდაციები და რეგულაციები.(ატარეთ პირბადე,დაიცავით სოციალური დისტანცია,მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს,დაიცავით პირადი ჰიგიენა).
როგორც ექიმი, ვიცი რა ძალისხმევის, ენერგიის, სიმამაცის, 24 საათიანი დაუღალავი შრომისა და ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უჯდებათ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს ებრძოლონ პანდემიას და გადაარჩინონ თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე.
ჯანდაცვის სფეროს რესურსიც არ არის ამუწურავი და ჩვენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული პანდემიის მასშტაბურობის შემცირება.
ლენტეხში პანდემიის გავრცელება და COVID-19-ით დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი კრიტიკულ ზღვარზეა და კიდევ ერთხელ, მოგმართავთ თხოვნით დაემორჩილოთ რეგულაციებს.
სიპტომების გამოვლენის ან კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში,დაუყონებლივ დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან დარეკეთ 112-ში და რაც ყველაზე მთავარია-COVID-ინფექციის დადასტურების შემთხვევაში არ აყვეთ პანიკას და მიჰყევით ოჯახის ექიმის მითითებებს.
გისურვებთ ჯამრთელობას!“,-ნათქვამია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ბადრი ლიპარტელიანის მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები