ქუთაისში კორონავირუსით 23 წლის გოგო გარდაიცვალა
ქუთაისში კორონავირუსით 23 წლის გოგო გარდაიცვალა. მას ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადება შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა. გოგონა თვითიზოლაციაში იყო. ოჯახის ახლობლის გაცხადებით, ბოლო დღეებში მას მაღალი ტემპერატურა და ჰაერის უკმარისობა ქონდა, რის გამოც სახლში მკურნალობდა.
“ბოლო დღეებში მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, სუნთქვა გაუძნელდა. შაქარმა მოიმატა, გამოიძახეს სააწრაფო, პირველ ჯერზე დაურეგულირეს, მეორეთ კომაში ჩავარდა და კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა “,- ამბობს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი.
იმერეთში, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.