ქობულეთში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა
ქობილეთში კორონავირუსით 72 წლის ექიმი-თერაპევტი გარდაიცვალა.
მას ორმხრივი პნევმონია და ფილტვის დაზიანება აღენიშნებოდა. პაციენტი რეანიმავიულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობის კურსს.
მანამდე კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. თუმცა მოულოდნელად მისი მდგომარეობა დამძიმდა.
კლინიკის დირექტორის, ავთანდილ მიქელაშვილის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“პაციენტი კლინიკაში მუშაობდა. ის საკუთარი სურვილით სახლში გადიოდა მკურნალობას, თუმცა დაახლებით 3-დღის წინ მისი მდგომარეობა დამძიმდა და პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მას მწვავე ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული”, – აცხადებს ავთანდილ მიქელაშვილი.