ზაზა ლომინაძე: ქუთაისში არჩევნები აუცილებლად შედგება და დარწმუნებული ვარ ისევ მშვიდ, დემოკრატიულ და კოვიდდაცულ გარემოში ჩატარდება
რაც საარჩევნო კამპანია დაიწყო, ქუთაისში სრული სიმშვიდეა, ეს ასევე აღიარეს ჩვენმა ოპონენტებმა: გრიგოლ ვაშაძემ, ოთარ კახიძემ და სხვებმაც. ქუთაისში არჩევნების შედეგები ყველამ აღიარა, 74 ათასი ამომრჩეველი მოვიდა და ყველას ძალინ დიდი მადლობა,- განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციას მეორე ტურისთვის მზადება დაწყებული აქვს.
„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ამბობს, რომ არ მონაწილეობს მეორე ტურში, ჩვენ ვიცით, რომ წარმომადგენლები იყვნენ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობიდან და საარჩევნო კამპანია დაწყებული აქვთ. ქუთაისში არჩევნები აუცილებლად შედგება და დარწმუნებული ვარ ისევ მშვიდ, დემოკრატიულ და კოვიდდაცულ გარემოში ჩატარდება“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
21 ნოემბერს ქვეყნის 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.