ხმაური და დაპირისპირება ბათუმში – სამოქალაქო აქტივისტები ბანერს აპროტესტებენ

ბათუმში დეპუტატ გიორგი მანველიძის სახლთან ხმაური იყო. ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და მოძრაობა “არ დათმოს” წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ინციდენტის მიზეზი კორპუსზე გამოფენილი ბანერი გახდა, რომელზეც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან გამოსახული.
“ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა შემთხვევის ადგილზე ცოცხები მიიტანეს და სამოქალაქო აქტივოსტებს ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდი შეახსენეს.

ამას წინ უძღოდა დაპირისპირება “ქართული ოცნებისა” და “ლელოს” ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის. რა დროსაც სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები