ისტორიული გამარჯვება – ქსკ ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგაში გავიდა
რუმინეთში, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა – ამჯერად, საამაყო. “ლანჩხუთის” ქალთა გუნდმა, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, “ოლიმპია კლუჟი” მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მთავარ ბადეში მოხვდა.
დამოუკიდებლობის ისტორიაში, ქართულ ფეხბურთს მსგავსი წარმატებისთვის არასდროს მიუღწევია.
როგორც ყაზახურ “ოკჟეტეპსთან”, თავი ამჯერადაც ხატია ჭყონიამ გამოიჩინა. ის უკვე გამოცდილი ფეხბურთელია – 31 წლისაა და გუნდის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა.
შეგახსენებთ, ქალთა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე ჯგუფური ეტაპი არ იქნება და გუნდები ოლიმპიური სისტემით ითამაშებენ.
შემდეგი მეტოქე 24 ნოემბრის წილისყრაზე გაირკვევა.