ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ პირებს კოვიდ-19-ის უფასო ტესტირება და გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს კოვიდ 19-ზე სწრაფი ტესტირება და გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ.
ასევე, აფხაზეთის მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, დევნილების საცხოვრებელს სრულად სპეციალური დეზინფექციაც ჩაუტარეს.
სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში დევნილთა ტესტირებისა და ვაქცინაციის პროცესი 2 დღეა მიმდინარეობს.
პროცესს ადგილზე აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარანძეც ესწრებოდა.
ბაკარანძის განცხადებით, აღნიშნული სერვისით რეგიონის მაშტაბით ყველა დევნილი ისარგებლებს.