რუსთავში ერთ-ერთი ისტორიული შენობის -ხელოვნების სასწავლებლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში ქალაქის პირველი მუსიკალური სკოლის- ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სასწავლებლის რეაბილიტაცია მიდინარეობს. სასწავლებელი, რომლის საკონცერტო დარბაზიც, სპეციალიტების აზრით, ერთ-ერთი უნიკალურია თავისი აკუსტიკით, ათეული წლებია არ გარემონტებულა. სარეაბილიტაციო სამუშოები აქ მიმიდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის მიმდიბარეობას დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე გაეცნენ.
,,ყოფგილი პირველი სამუსიკო სასწავლებელი, ახლანდელი ხელოვნების სკოლა, ქალაქის ისტორიულ უბანში მდებარეობს. სასწავლებლის საკონცერტო დარბაზი, რომლის რეაბილიტაციაც ამჟამად მიმდინარეობს, ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი აკუსტიკით. პროექტის ფარგლებში, შიდა სივრცის სრული რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა მოხდება. სამუშაოები სავარაუდოდ მარტის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, რუსთავის ოთხივე სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებსა და და პედაგოგებს, საშუალება ექნებათ სხვადასხვა ღონისძიებები და ფესტივალები, განახლებულ დარბაზში გამართონ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაციის გარდა, პროექტის ფარგლებში, გარემონტდება შენობის პირველი სართული, მოეწყობა გათბობის, ვენტილაციისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები. სამუსიკო სკოლის დიდ დარბაზში, შიდა სარემონტო და განათება-გახმოვანებისთვის საჭირო სამუშაოები ჩატარდება , მთლიანად შეიცვლება სანტექნიკისა და ელექტროგაყვანილობის ქსელებიც.
ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 529 001 ათასი ლარია. სამუშაოები 2021 წლის მარტში უნდა დასრულდეს. ხელოვნების სკოლა 1961 წელს აშენდა და ქალაქის ერთ-ერთი უძველესი შენობაა. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები