რუისპირში ახალი ჭაბურღილი მოეწყობა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში წყლის ხარისხისა და დებეტის გაუმჯობესების მიზნით ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 165 473 ლარით ფინანსდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ელეს” ასრულებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები