ჭიკაანში გზების მოასფალტება გრძელდება

DCIM/101MEDIA/DJI_1284.JPG

ჭიკაანში ცენტრალური ქუჩის მოპირდაპირე შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ  “რეგიონულ კვირას” ყვარლის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 2 805 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდება და მოეწყობა სანიაღვრე არხები.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამხანაგობა “გზამშენი15” ასრულებს.
პროექტის სრული ღირებულება 1 719 973 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები