ბავშვი, რომელიც რუსთავში მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

რუსთავში, მე-19 მიკრო რაიონში 3 წლის ბავშვი, რომელიც მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა.
კლინიკა “რუსთავში” აცხადებენ, რომ ბავშვს ჩაუტარდა ოპერაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა რუსთავში დღეს დილით მოხდა. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები