რუსთავში მე-7 სართულიდან გადმოვარდნილ 3 წლის ბავშვს ოპერაცია უტარდება
სამი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკა “რუსთავში” განუცხადეს.
“ბავშვს მძიმე დაზიანებები აღენიშნება და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება”, – განაცხადეს საავადმყოფოში.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, რუსთავში, მე-19 მიკრო რაინში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან სამი წლის ბავშვი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო.