გურიაში გასულ 24 საათში კორონავირუსით 127 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიის რეგიონში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, რეგიონში ჯამში 2036 ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 756 უკვე გამოჯანმრთელდა.

“გურიაში მთლიანად 2036 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან მოქმედი 1280-ია და ისინი მკურნალობას გადიან, ნაწილი კოვიდ სასტუმროში, ნაწილი კლინიკებში. დღევანდელი მონაცემებით, გურიაში “კოვიდ 19”-ით 14 პირია გარდაცვლილი”, – განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” საუბარში სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში, ზურაბ ნასარაიამ.

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები