ლანჩხუთში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები

აფექთება მოხდა ლანჩხუთში, მიხეილ გვარჯალაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

საგანგბო სიტუაციების მართვის სამსახურში “რეგიონულ კვირას განუცხადეს, რომ მომხდარის შედეგად 2 პირია დაშავებული.

“მიხეილ გვარჯალაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია, გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ერთი სახლი არის დანგრეული, დაშავებულია ორი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, კონტაქტურ მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანა”, – განაცხადეს უწყებაში.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები