რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-7 სართულიდან გადმოვარდა
რუსთავში, მე-19 მიკრო რაინში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან სამი წლის ბავშვი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა
ბავშვი გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურები.
შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.