აჭარაში კორონავირუსის 664 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 664 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დღეის მონაცემებით, აჭარაში გამოჯანმრთელდა 583 პირი.
ამ ეტაპზე აჭარაში 928 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 115 ადამიანი.
რეგიონის მასშტაბით კოვიდსასტუმროში 1 679 ადამიანი იმყოფება, საკარანტინე სივრცეშია 1 133 პირი. თვითიზოლაციაში კი 18 066 ადამიანია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები