იმერეთში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
იმერეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში 538 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
იმერეთის რეგიონი, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბით მესამე ადგილზეა, თბილისისა და აჭარის შემდეგ.
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობს 1 185 პაციენტი,აქედან 190 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 37,კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 327 პაციენტი.
რეგიონში დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაიცვალა 8 პაციენტი.
ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში გამოვლენდა ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 93 092-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 73 877-მდე.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 38 ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 853 გარდაცვალების შემთხვევა.