ბათუმში, ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მყვინთავმა-მაშველმა ცხედარი უკვე ამოიყვანა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ,,რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცხედრის ამოცნობა. სხვა დეტალი ამ დროისთვის უცნობია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასგულისხმობს.