კახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 997-მდე გაიზარდა
კახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა
1, 997 -მდე გაიზარდა. 99 ახალი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
დღეს 534 მოქალაქეს აუღეს ტესტი. ეპიდემიოლოგებმა დადასტურებული შეთხვევის 305 კონტაქტი მოიძიეს, ყველა მათგანი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.
ცხელების ცენტრში თვითდინებით 46- მა პაციენტმა მიმართა. თვითიზოლაციაში იმყოფება 2,149, თვითიზოლაციიდან მოიხსნა 220, ხოლო რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო ზონაში რჩება 79 ადამიანი.
1, 590 ინფიცირებული უკვე მკურნალობს, მათ შორის 1,437 დატოვებულია ბინაზე, 22 მკურნალობს კოვიდ- სასტუმროში და 131 იმყოფება კოვიდ -კლინიკაში.
რეგიონის მასშტაბით ბოლო რამდენიმე კვირაში 392 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.