ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე კოროავირუსით დაინფიცირდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გელა ნოზაძეს კორონავირუსი დაუდგინდა.
საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, იგი მკურნალობის კურსს ხაშურში, კლინიკა “გორმედში” გადის.
შეგახსენებთ, რომ რეგიონის მასშტაბით ინფიცირების 1 434 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 288 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.