თელავი- თბილისის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა მოუცურდა, რის შემდეგაც, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა. შემთხვევისას Მძღოლი მსუბუქად დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და ხანძარო – სამაშველო ბრიგადები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.