“მწვანე ხეობა“- 5.000 ლარით დაწყებული ტურისტული კომპლექსის მრავალფეროვნება ერთ სივრცეში

„2102 წელში მიწა სახელმწიფოსგან აუქციონის წესით შევიძინე, გაუვალი, დიდი ლოდებით, ბუჩქნარით, ელკალბარდებით იყო ტერიტორია დაფარული, მე ავდექი და ბიზნესიც წამოვიწყე, თან გავაკეთილშობილე“-ასე იწყებს თავისი წამოწყებული ბიზნესის ისტორიის თხრობას არტემ ონიანი, მცირე მეწარმე ცაგერიდან.
ტურისტულ კომპლექსს სახელი გეოგრაფიული მდებარეობის შესაბამისად, „მწვანე ხეობა“ შეურჩია, მიწა სოფელი დოღურაშში მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 2 კილომეტრში მდებარობს და სოფლის ლანდშაფტი იქ მისულ ნებისმიერ ადამიანზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
გაუვალი ადგილები გაკაფა, მიწა მოასწორა, სამშენებლო მასალები შეისყიდა და დიდი ტურისტული კომპლექსის მშენებლობა წამოიწყო. მეხუთე წელია შრომობს, 10 ადამიანი დაასაქმა, რომლებსაც დღემდე უხდის შრომის საფასურს-„უკვე ფუნქციონირებს ორი სათევზე ბასეინი, ამერიკულ და ბუნებრივ კალმახთან ერთად თეთრი ამურიც მოვაშენე,ექსპლოატაციაში გასაშვებად მზადაა საცურაო აუზი, რომელშიც თბილი წყალი იქნება და წყლის ცვლა ყოველდღიურად მოხდება,ეწყობა პლიაჟი, სადაც ურეკიდან მაგნიტური ქვიშა უნდა შემოვზიდოთ, აქ სულ მალე 10 საცხოვრებელი კოტეჯი ჩაიდგმება, ხის მასალა უკვე შევიძინეთ, აშენებულია რესტორანი 200 პერსონაზე და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რესტორნის ინვენტარის შესაძენად პროექტი „აწარმოე საქართველოში“ დავწერე და იმედია დაფინანსებასაც მივიღებ. მომთავრდა სასტუმრო, რომელშიც და 5 ევროპული დონის ნომერი 10 კაცზე მოეწყობა, სასტუმროს ინვენტარი უკვე ნაყიდი გვაქვს. აქვე, სადაც ბუნებრივი ჩანჩქერი და მდინარე ჩამოედინება, ეწყობა ბულვარი, სადაც საბავშვო ატრაქციონები განთავსდება. აშენდა ღვინის დაძველების მარანი, მიმდინარეობს ბოლო სამუშაოები, უკვე ფუნქციონირებს ღვინის ჩამოსასხმელი მინი ქარხანა, რომელშიც ღვინოს უკვე კარგა ხანია ვასხამთ და ჩვენი ეტიკეტირებაც გვაქვს“,-გვიყვება დაუსრულებლად იმ ჩამონათვალს და სერვისებს, რომელიც ლეჩხუმელებს და ჩამოსულ ტურისტებს შეუძლიათ ამ სასტუმრო კომპლექსში, რომელსაც „მწვანე ხეობა“ ჰქვია, მიიღონ.
მცირე მეწარმე გვიყვება, დაფინანსებაში სახელმწიფო ძალიან დაეხმარა, 50.000 სესხი აიღო და აქედან 11% მთავრობა იხდის, 2 პროცენტს კი თვითონ, ძალიან მადლიერია ორგანიზაცია “ენპარდის“, რომელმაც 70.000 ლარით დააფინანსა.
მართალია კორონავირუსმა ცოტა შეაფერხათ, მაგრამ მუშაობა უსაფრთხოების წესის დაცვით, ყოველდღიურად მიმდინარეობს და სრული კომპლექსი მაისის თვეში დასრულებული იქნება. ასე აქვს გადაწყვეტილი არტემ ონიანს, რომელსაც სწამს, რომ ადამიანი, რომელიც ფიქრობს კარგზე და იბრძვის ამ ფიქრების განსახორციელებლად, ყველაფერი აუცილებლად გამოუვა.

https://www.youtube.com/watch?v=O8a5Qchp9-Y

 

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები